სჭირდება თუ არა კვირკველია „ლოკომოტივს“ - „ჩემპიონატის“ დასკვნა უარყოფითია
სჭირდება თუ არა კვირკველია „ლოკომოტივს“ - „ჩემპიონატის“ დასკვნა უარყოფითია

„რევიზია ნიკოლიჩისთვის. რა უნდა გააკეთოს „ლოკომოტივმა“ ზაფხულში, უმაღლეს დონეზე რომ დარჩეს. რომელ მოთამაშესთან ღირს ხელშეკრულებების განახლება და რომელთან – დამშვიდობება“, – ასეთი შესავლით გამოცემა „ჩემპიონატმა“ წერილი მოსკოვის „ლოკომოტივში“ მიმდინარე ცვლილებებს მიუძღვნა.

გამოცემის ჟურნალისტმა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის მონაყოლი გაიხსენა, რომელიც მისი აზრით, საქართველოს ნაკრების მცველზე, საბა კვირკველიაზე ნათქვამი.

„ამბობენ, რომ სიომინმა „სპორტ-ეკსპრესთან“ ბოლო ინტერვიუში ქართველი მცველი იგულისხმა, როდესაც თქვა: „მე მოთამაშეს სასტარტო შემადგენლობაში ვაყენებ და შემდეგი ეტაპისთვის ვამზადებ, მთლიანად და ბოლომდე ვენდობი. აღმასრულებელი დირექტორი მასთან მიდის და ეუბნება: „მოდი. ასე ვქნათ – თქვენ გუნდს დატოვებთ და ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილისთვის ნახევარ ხელფასს მოგცემთ”. ეს საერთოდ რა არის – ესაა მუშაობა შედეგისთვის? მე არ ვაპირებ გვარი დავასახელო, რადგან ფეხბურთელი ჯერჯერობით გუნდშია და საგაზაფხულო მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა. ასევე საიდუმლო არაა, რომ კვირკველია პატივს სცემს სიომინს და კარანტინთან დროს მის აგარაკზე ვარჯიშობდა. საბას საკითხი რთულია, რომლის პასუხსაც უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. მისი მახასიათებლების მიხედვით, საბა კვლავ ლიგის ტოპ-მცველია. მას საიმედოობაში ვარდნა ჰქონდა გასული სეზონის ბოლოს, ხოლო მიმდინარე სეზონში – დონის ვარდნაც, რაც საიდუმლოებით მოცულ ტრავმასთან იყო დაკავშირებული. მან ზამთრის შეკრებაც ცუდად ჩაატარა. მაგრამ გაზაფხულზე დაამტკიცა, რომ მაინც შეუძლია სასარგებლო იყოს. კვირკველია არის აგრესიული, ძლიერი, სრულყოფილად ატარებს სტატიკურ საბრძოლო ორთაბრძოლებს, თავით მშვენივრად იბრძვის, გუნდის კაპიტან ხორვატ ჩორლუკაზე უკეთ დარბის დიდ მანძილზე. მაგრამ მას ნაკლიც აქვს – პოზიციური თამაში, მოწინააღმდეგის მიერ შეტევის მიმართულების შეცვლისას პრობლემურია,“- წერს გამოცემა.

სჭირდება თუ არა კვირკველია „ლოკომოტივს“? „ჩემპიონატის” ამის შესახებ უარყოფ დასკვნას აკეთებს: „რა თქმა უნდა, მოტივირებული და ოპტიმალურ ფორმაში მყოფი საბა სასარგებლო იქნება. თუ ის კონდიციებს დაიბრუნებს, რუსეთის პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბს წაადგება. მაგრამ თუ „რკინიგზელებს” სურთ განაახლონ და გააახალგაზრდავონ დაცვის ხაზი, უფრო სწრაფი და თანამედროვე გახადონ, მაშინ ქართველი მცველის პოზიცია ისეთი ძლიერი აღარ გამოჩნდება, როგორც ჩორლუკას (ის კვირკველიას პოზიციურ თამაშში სჯობია და გაცილებით უკეთესი პასები აქვს). და თუ მხედველობაში მივიღებთ გუნდში ატმოსფეროს საკითხს (მოულოდნელად საბა აგრესიულია ცვლილებების მიმართ), მაშინ მასთან დაშორება ასე მტკივნეული აღარ იქნება“.

საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალურ მცველს „ლოკომოტივთან” ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს უმთავრდება. მან მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა, ერთი – ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ერთიც – რუსეთის თასზე.