სცენარი ოქრიაშვილისთვის - ქართველ შემტევს ორი გუნდი იწვევს #1TVSPORT
სცენარი ოქრიაშვილისთვის - ქართველ შემტევს ორი გუნდი იწვევს #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი, დიდი ალბათობით, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ აღარ დარჩება, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ამის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. 

„ოქრიაშვილი „ანორთოსისის“ საუკეთესო ფეხბურთელია. „აპოელში“ სურთ, რომ ის გადაიბრონ“, – ინფორმაციას ბერძნული ინტერნეტ-პორტალიკერკიდა“ ავრცელებს.

გამოცემის აზრით, ოქრიაშვილი ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელია: „საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კლასი მნიშვნელოვან თამაშებში ვლინდება. როგორც ყოველდღე, თამაშებს ასეთები იგებენ. ოქრიაშვილი „ანორთოსისის“ ერთ-ერთი ყველა ხარისხიანი ფეხბურთელია და აქვს უნარი, გუნდს წარმატება მოუტანოს“.

გამოცემა „ალფანიუსი“ კი ამტკიცებს, რომ ქართველ შემტევს ნიქოზიას „ომონია“ იწვევს, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერი და გასული სეზონის ჩემპიონია. მოქმედი ჩემპიონი 69 ქულით მიმდინარე სეზონშიც ლიდერია. ხოლო „აპოელი“ ფინალურ ექვსეულში ვერ გავიდა და აუტსაიდერთა ჯგუფში მეორე ადგილზეა, ანუ ლიგაში ადგილი გარანტირებული აქვს.

თუმცა, საეჭვოა, ოქრიაშვილი კვიპროსში დარჩეს, რადგან თორნიკემ გარკვევით თქვა, რომ მას არა მხოლოდ უკეთეს გუნდში, არამედ, უკეთეს ლიგაში თამაშიც სურს.