საზონოვმა „ტორინოში“ ითამაშა - ტურინლები რომში დამარცხდნენ #1TVSPORT
საზონოვმა „ტორინოში“ ითამაშა - ტურინლები რომში დამარცხდნენ #1TVSPORT

საბა საზონოვმა „ტორინოში“ თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა – მისი გუნდი „რომასთან“ სტუმრად 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრა ტურინელების სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მატეო ლოვატო მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და საზონოვი თამაშში მე-14 წუთიდან ჩაერთო.

შეხვედრის გმირი „რომას“ არგენტინელი ლიდერი პაულო დიბალა გახდა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. „ტორინოდან“ ერთი გოლი დუვან ზაპატამ გაიტანა, მეორე კი დინ ჰუისენმა საკუთარ კარში 89-ე წუთზე ჩაჭრა.

იტალიის სერია A-ში გამართული 26 ტურის შემდეგ „ტორინო“ 36 ქულით მე-10 ადგილზე დაქვეითდა, ევროტურნირებისტვის მებრძოლ გუნდებს კი ხუთი ქულით ჩამორჩება.