საზონოვმა „ხეტაფეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, გულიაშვილი „რასინგს“ ჯერ ვერ ეხმარება #1TVSPORT
საბა საზონოვის „ხეტაფემ“ ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მცველი „ხეტაფეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა, შეუცვლელად ითამაშა და მე-14 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
გიორგი გულიაშვილი კი ჯერაც მკურნალობს და ესპანეთის მთავარ ლიგაში დაბრუნებულ სანტანდერელებს საწყის ტურებში ვერ ეხმარება.
თამაში დაძაბული გამოდგა, მისი ბედი 81-ე წუთზე მასპინძელთა თურქმა თავდამსხმელმა ენეს უნალმა გადაწყვიტა და „ხეტაფემ“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.