საზონოვმა „ინტერის“ წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა - ლოჩოშვილმა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა #1TVSPORT
საზონოვმა „ინტერის“ წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა - ლოჩოშვილმა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს „ტორინოში​საბა საზონოვმა მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშა და 0:3 დამარცხდა.

იტალიური მედიის მოლოდინის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მცველი ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მან 51-ე წუთზე ნიდერლანდელი მცველი, პერ სხუურსი შეცვალა.

ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ინტერმა“ არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა. 59-ე წუთზე ანგარიში მარკუს ტურამმა გახსნა, 67-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბას 90-ე წუთზე გატანა შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა. საბოლოო ანგარიში კი 90+3-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტით დააფიქსირა.

სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ 22 ოქტომბერს „ბოლონიას“ ესტუმრება.

სერია B-ს თამაში გამოტოვა ლუკა ლოჩოშვილმა, რომლმაც „კრემონეზეს“ შემადგენლობაში წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო. ქართველის გუნდი შინ „სუდტიროლთან“ 0:1 დამარცხდა. ივა გელაშვილის „სპეცია“ კი 23 ოქტომბერს სტუმრად „პალერმოს“ შეხვდება.