საზონოვმა აეკ-ში გადასვლა არ ისურვა - ბერძნებმა საბას წელიწადში მილიონი ევრო შესთავაზეს #1TVSPORT
საზონოვმა აეკ-ში გადასვლა არ ისურვა - ბერძნებმა საბას წელიწადში მილიონი ევრო შესთავაზეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა უარყო ათენის აეკ-ის წინადადება – ინფორმაციას Legalbet-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბერძნულმა კლუბმა ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი და წელიწადში ერთი მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება შესთავაზა.

საზონოვი 2021 წლის იანვრიდან მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი ფეხბურთელის ღირებულებას 3 მილიონ ევროდ აფასებს.

დიდი ალბათობით, საბა საზონოვი უკეთეს ლიგასა და კლუბში თამაშს იმედოვნებს. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს „უდინეზეს“ სპორტულმა დირექტორმა, ფედერიკო ბალზარეტიმ დაადასტურა, რომ 21 წლის მოთამაშეს აკვირდებიან.

საბამ საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ არჩევანი 2022 წელს გააკეთა. სექტემბერში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი კი 2022 წლის 17 ნოემბერს, მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში შედგა.