საზონოვის ტრანსფერზე წამყვანი ლიგის კლუბი მუშაობს - დადასტურდა, რომ გარიგება რეალურია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერზე მისი კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს – ამის შესახებ მოსკოვის „დინამოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა პაველ პივოვაროვმა განაცხადა.
„საზონოვის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესზე ბევრს საუბრობენ. საბას მიმართ ევროპული კლუბების მხრიდან სერიოზული ინტერესია და ჩვენ ახლა ერთ-ერთ წინადადებას განვიხილავთ“, – განუცხადა პივოვაროვმა Sport 24-ს.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საზონოვმა ზაფხულში კლუბი დატოვოს, მან უპასუხა: „ასეთი შესაძლებლობა არსებობს. საბა საზონოვის მიმართ ინტერესი წამყვანი ლიგის კლუბიდან არის, მაგრამ ჯერ ტრანსფერი არ განხორციელებულა და საბა კვლავ „დინამოს“ მოთამაშეა“.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლის შემდეგ საბა საზონოვის მიმართ ინტერესი სერია A-ს „უდინეზეშიც“ დაადასტურეს. თუმცა, დააზუსტეს, რომ მოსკოვის „დინამოსთვის“ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.