საზონოვი ისევ სათადარიგოებში დატოვეს - „ტორინომ“ „ატალანტა“ დაამარცხა #1TVSPORT
საზონოვი ისევ სათადარიგოებში დატოვეს - „ტორინომ“ „ატალანტა“ დაამარცხა #1TVSPORT

საბა საზონოვისტორინომიტალის ჩემპიონატში „ატალანტას“ უმასპინძლა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

სამწუხაროდ, სერია A-ს მე-14 ტურის დაპირისპირებაში „ტორინოში“ ამჯერადაც არ მოიძებნა საქართველოს ნაკრების მცველის ადგილი, რადგან ტურინელთა შემადგნელობაში საბას პოზიციაზე იტალიის ნაკრების წევრი ალესანდრო ბონჯორნო და გამოცდილი კამერუნელი ადრიან ტამეზე თამაშობენ.

ატალანტამ“ ანგარიში უკვე მე-2 წუთზე დუვან ზაპატას გოლით გახსნა და ტაიმი 1:0 მოიგო. შესვენების შემდეგ ტურინელების უპირატესობა 56-ე წუთზე პენალტით ანტონიო სანაბრიამ გაზარდა, 90+5-ე წუთზე კი ზაპატამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტორინომ“ დამაჯერებელი გამარჯვებით 10 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „რომასა“ და „ნაპოლის“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.