საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ ნოდარ გვახარიას სახელობის თასი იწყება
საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ ნოდარ გვახარიას სახელობის თასი იწყება

წყალბურთის ტურნირში მონაწილეობას 19 წლამდე საქართველოს ორი ნაკრები, ასევე რუსეთისა და ბელორუსის გუნდები მიიღებენ. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია.

მატჩების განრიგი:

4 მაისი
რუსეთი-საქართველო 17:00 სთ.
საქართველო-ბელარუსი 18 :30 სთ.

5 მაისი
ბელარუსი-რუსეთი 17:00 სთ.
საქართველო-საქართველო 2 18:30 სთ.

6 მაისი
საქართველო 2-ბელარუსი 10:30 სთ.
საქართველო-რუსეთი 12:00 სთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები 11-13 მაისს ბულგარეთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. გალაქტიონ ლაითაძის გუნდის მეტოქეები ჯგუფში მასპინძელი ბულგარეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებები იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. 19 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ბელარუსში 2018 წლის სექტემბერში გაიმართება.