სავიზო პრობლემების გამო, რამდენიმე ბრაზილიელი მებრძოლი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
სავიზო პრობლემების გამო, რამდენიმე ბრაზილიელი მებრძოლი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება (UFC 249) გადაიდო და 18 აპრილს აღარ გაიმართება. ორგანიზაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ბრძოლების გამართვას პარტნიორების დაჟინებილი თხოვნის გამო აღარ გეგმავს. თუმცა, დანა ვაიტის თქმით, UFC იქნება პირველი, რომელიც სპორტულ სამყაროში გულშემატკივარს დაუბრუნდება. უკვე ცნობილია, რომ ბრძოლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორ ლოკაციაზე შედგება.

9 მაისს UFC 250 ბრაზილიაში, საო პაოლოში იყო დაგეგმილი. იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლები დაბრუნების შემდეგ, მხოლოდ ამერიკაში გაიმართება, რამდენიმე ბრაზილიელ ათლეტს ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. 9 მაისს ბრაზილიელი ჟოზე ალდო ტიტულისთვის ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, რადგან ამერიკის საელჩოს მუშაობა პანდემიის გამო შეჩერებული აქვს, ალდო ვიზის მიღებას ვერ შეძლებს. ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან კეტლენ ვიეირა, მაურიციო რუა, ანტონიო როჯერიო ნოგუეირა, ბეტ კორეია, აუგუსტო საკაი და კარლოს ფელიპე.