სავიჩევიჩს, ფიგუსა და ალბერტინის ქართველი უხელმძღვანელებს - კობიაშვილმა უეფა-ს კომიტეტის სხდომა წაიყვანა
სავიჩევიჩს, ფიგუსა და ალბერტინის ქართველი უხელმძღვანელებს - კობიაშვილმა უეფა-ს კომიტეტის სხდომა წაიყვანა

ლევან კობიაშვილმა, უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში პირველად უხელმძღვანელა. ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ცენტრალურ ოფისში გამართულ კომიტეტის სხდომაზე მოხდა.

სხდომის დაწყებამდე, უეფა-ს ტრადიციის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კომიტეტის ახალ წევრებს მიესალმა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სხდომას უეფა-ს საშეჯიბრო მიმართულების ხელმძღვანელი – ჯორჯო მარკეტი, მის მოადგილე ბორისლავ მიხაილოვი და კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სხდომაზე განიხილეს თამაშის წესებთან, ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო წესდებასთან, საგანმანათლებლო თუ ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხები.

ფეხბურთის მომდევნო კომიტეტის სხდომა 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და ექსპერტთა 6 საბჭოს აერთიანებს. ლევან კობიაშვილი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავჯდომარედ მაისში აირჩიეს და პოსტს 2023 წლამდე დაიკავებს.

ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).