Save The Children-ის მონაცემებით, ორ მილიონ უკრაინელ ლტოლვილს შორის 800 000 ბავშვია
Save The Children-ის მონაცემებით, ორ მილიონ უკრაინელ ლტოლვილს შორის 800 000 ბავშვია

ორგანიზაცია Save The Children-ის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე ქვეყნიდან გასულ ორ მილიონ უკრაინელ ლტოლვილს შორის 800 ათასი ბავშვია. ბავშვთა დაცვის სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვნებიდან ბევრი უკრაინის საზღვრამდე გზას დამოუკიდებლად გადის, ზრდასრული პირის თანხლების გარეშე.

„მშობლები თავიანთი შვილების დასაცავად ყველაზე სასოწარკვეთილ, გულისმომაკვდინებელ ზომებს მიმართავენ. მათ შორის, გზავნიან საკუთარ შვილებს მეზობლებთან და მეგობრებთან, რათა მათ უსაფრთხო ადგილი ნახონ უკრაინის ფარგლებს გარეთ, თავად კი, რჩებიან შინ სახლების დასაცავად“, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა საგოიანი.

უკრაინელი ლტოლვილების ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა.