სავარაუდოდ ნოიერი „ლივერპულთან“ ვერ ითამაშებს
სავარაუდოდ ნოიერი „ლივერპულთან“ ვერ ითამაშებს

„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი, სავარაუდოდ, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ „ლივერპულ ექო“ (Liverpool Echo) იტყობინება.

გოლკიპერმა „ბაიერთან“ გერმანიის ჩემპიონატის მატჩიც გამოტოვა. მას ხელის, ცერა თითის ტრავმა აქვს. გამოჯანმრთელების ვადა ჯერჯერობით უცნობია. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, მეკარის თამაში „ლივერპულთან“ საეჭვოა.

„მე ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, თუ რამდენს გამოტოვებს ნოიერი, – განაცხადა „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, – მე თუ ვიტყვი, რომ ის გამოტოვებს ხუთ თვეს, ეს დიდ აურზაურს გამოიწვევს. თუ ვიტყვი, რომ ხუთ დღეს, მაშინ ყველა იფიქრებს, რომ ყველაფერი წესრიგშია. მანუელს ტკივილები აქვს, სხვა შემთხვევაში ის ითამაშებდა“.

32 წლის მანუელ ნოიერმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 26 ბურთი გაუშვა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ პირველი მატჩი 19 თებერვალს გაიმართება.