სავარაუდოდ, გერმანიის ჩემპიონატი 30 აპრილამდე არ განახლდება

09:38, 25.03.2020

გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) ხელმძღვანელობა დაუკავშირდა პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდებს და შესთავაზა რეკომენდაცია იმაზე, რომ სეზონის განახლება მინიმუმ 30 აპრილისთვის გადაიდოს. ამის შესახებ დაწერა DFL-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

უფრო ადრე, უეფამ განუსაზღვრა ევროპულ ლიგებს სეზონის დასრულების უკიდურესი ვადა – 30 ივნისი. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის საფეხბურთო ლიგა განიხილავს ვარიანტებს, რომლის მიხედვითაც გუნდები შეძლებენ ამ ვადაში ჩატევას.

თავდაპირველი გადაწყვეტილებით, გერმანიის ჩემპიონატი შეჩერებულია 2 აპრილამდე.

მსგავსი