სავარაუდო სია ცნობილია - ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები მალე გაირკვევა #1TVSPORT
სავარაუდო სია ცნობილია - ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები მალე გაირკვევა #1TVSPORT

უეფა-ში ახალი ევროტურნირების წილისყრა 14 ივნისს გაიმართება. ევროპის კონტინენტის ბევრ ქვეყანაში ეროვნული ჩემპიონატები დასრულდა და ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების სია გამოიკვეთა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ითამაშებს, ხოლო კონფერენს ლიგაზე – თბილისის „დინამო“, გორის „დილა“ და „საბურთალო“.

 

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 30 გუნდიდან 15-15 განთესილი და განუთესავი იქნება. საქართველოს რეიტინგიდან და ევროსარბიელზე დიდი ხნის უთამაშებლობის შედეგად, ბათუმის „დინამოს“ კარგი რეიტინგი არ აქვს და შესაბამისად, განუთესავია. ეს შედარებით ძლიერ მეტოქესთან დაწყვილების ალბათობას ზრდის. გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ ჩემპიონს მეტოქე ამ სიიდან ეყოლება:

ყარაბაღი (აზერბაიჯანი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ლინკოლნი (გიბრალტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ჟალგირისი (ლიეტუვა), შერიფი (მოლდოვა), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), კლუჟი (რუმინეთი), მარიბორი (სლოვენია), სლოვანი (სლოვაკეთი), ნიუ სეინთსი (უელსი), ფერენცვაროში (უნგრეთი), ჰიკ (ფინეთი), მალმიო (შვედეთი)

ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის შემთხვევაში, ბათუმელები ევროსეზონს ევროპალიგაში ან კონფერენს ლიგაზე გააგრძელებენ – ეს მათ გამოსვლაზეა დამოკიდებული.

 

კონფერენს ლიგა

ყველაზე სუსტი ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრაც არ აღმოჩნდა ისე იოლი, როგორც თავიდან ვფიქრობდით, რადგან რეალურად კონფერენს ლიგა ელიტიდან გამოვარდნილი გუნდების თავშესაფარი გახდა, მათთან მოგება კი დღევანდელი დონით ქართული გუნებისთვის ძალიან რთულია.

სამი ქართული კლუბიდან მხოლოდ „დინამო თბილისია“ განთესილებში, გორის „დილა“ და „საბურთალო“ განუთესავები არიან და შედარებით ძლიერ გუნდებს შეხვდებიან.

„დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეები

სანტა კოლომა (ანდორა), ბორაცი (ბოსნია), ბრუნო მეგპისი (გიბრალტარი), პაიდე (ესტონეთი), დერი სიტი (ირლანდია), ლაპი, გილანი (ორივე – კოსოვო), პანევეჟისი (ლიეტუვა), დიფერდანჟი (ლუქსემბურგი), ფლორიანა, ჰამრუნ სპარტანსი (ორივე – მალტა), სფინტული (მოლდოვა), ისკრა, დეჩიჩი (ორივე – მონტენეგრო), სლიგო როვერსი (ირლანდია), რეიკიავიკი (ისლანდია), ტრე ფიორი (სან მარინო), ვიკინგური (ფარერები), ინტერ ტურკუ, სიკ (ორივე – ფინეთი), ნიუ თაუნი (უელსი), კლიფტონვილი, ლარნი (ორივე – ჩრ. ირლანდია), აკადემია პანდევი (ჩრ. მაკედონია). ამ სიას სამი გუნდი ანდორის, ალბანეთისა და სლოვაკეთის ჩემპიონატებიდან დაემატება.

„დილასა“ და „საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეები

პარტიზანი (ალბანეთი), დინამო (მინსკი, ბელარუსი), ეუროპა, სტ. ჟოზეფი (ორივე – გიბრალტარი), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), დრიტა (კოსოვო), რიგა, ლიეპაია (ორივე – ლატვია), კაუნო ჟალგირისი (ლიეტუვა), ფოლა (ლუქსემბურგი), გზირა (მალტა), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), პეტროკუბი, მილსამი (ორივე – მოლდოვა), პოგონი (პოლონეთი), ალაშკერტი, არარატ-არმენია (ორივე – სომხეთი), ოლიმპია, მურა (ორივე – სლოვენია), ბალა თაუნი (უელსი), ბ36 ტორსჰავნი, ჰბ ტორსჰავნი (ორივე – ფარერები), კუოპიო (ფინეთი), შკენდია (ჩრ. მაკედონია), კრუზეიდერსი (ჩრ. ირლანდია).