სავარაუდო მეტოქეები ევროთასების მეორე ეტაპზეც გაირკვა - შესაძლოა, საქართველოში ჩემპიონთა თასის გამარჯვებული ვიხილოთ #1TVSPORT
სავარაუდო მეტოქეები ევროთასების მეორე ეტაპზეც გაირკვა - შესაძლოა, საქართველოში ჩემპიონთა თასის გამარჯვებული ვიხილოთ #1TVSPORT

უეფა-ში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ქართული გუნდების მეტოქეები, თუკი ისინი მეორე ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

ჩემპიონთა ლიგა

ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავასსლოვანის“ წყვილის გამარჯვებული უნგრეთის და ყაზახეთის ჩემპიონების, „ფერენცვაროშისა“ (ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი თამაშობენ) და „ტობოლის“ დაპირისპირებაში უძლიერესს შეხვდება.

ბათუმის დინამო/ბრატისლავას სლოვანი (სლოვაკეთი) – ფერენცვაროში (უნგრეთი)/ტობოლი (ყაზახეთი)

კონფერენს ლიგა

კონფერენს ლიგაზე ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ესტონურ „პაიდესთან“ გამარჯვების შემთხვევაში, კავკასიურ დერბის ვიხილავთ – „დინამო თბილისი“ „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდება.

„საბურთალო“, თუ I საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, ყველაზე ტიტულოვან რუმინულ კლუბს, ბუქარესტის FCSB-ს დაუპირისპირდება.

შედარებით სუსტი მეტოქე ელის გორის „დილას”, თუ ფინურ „კუოპიოს” დაამარცხებს – ასეთ შემთხვევაში ლიეტუვურპანევეჟისსა“ და მოლდოვურმილსამის~ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

არარატ-არმენია (სომხეთი) – დინამო (თბილისი)/პაიედე (ესტონეთი)

საბურთალო (თბილისი)/პარტიზანი (ალბანეთი) – FCSB (რუმინეთი)

დილა (გორი)/კუოპიო (ფინეთი) – პანევეჟისი (ლიეტუვა)/მილსამი (მოლდოვა)