სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები შვედეთში შეხვდნენ, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა
სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები შვედეთში შეხვდნენ, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა

სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს შვედეთში შეხვდნენ. შეხვედრა სტოკჰოლმში ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

ამერიკულ დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც ცნობილია, მხარეები სატარიფო შეთანხმების 90 დღით გახანგრძლივებას ცდილობენ. ამერიკასა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ხვალ განახლდება.