„საუთჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი „ლივერპულის“ დამარცხების შემდეგ მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო
„საუთჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი „ლივერპულის“ დამარცხების შემდეგ მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო

„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰიუტლმა ემოციურად აღნიშნა პრემიერლიგის მე-17 ტურში „ლივერპულზე“ გამარჯვება (1:0).

მატჩის დასრულების შემდეგ, 53 წლის ავსტრიელი მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო.

„იურგენ კლოპი ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომლის წინააღმდეგ მატჩებში ჩემს გუნდს ქულა არ ჰქონდა აღებული. ორი თვის წინ, ჩვენს შორის საუბარი შედგა და მან მითხრა, რომ, შესაძლოა, მე ასეთი შანსი მომეცემოდა. ამ საღამოს ჩვენთვის ყველაფერი იდეალურად წავიდა. ფრე ნამდვილად დავიმსახურეთ, მაგრამ მოგებაც კი შევძელით“, – განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჰაზენჰიუტლმა.

„საუთჰემპტონი“ მეექვსე ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში და ლიდერთა დუეტს ოთხი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი