სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი „საუთჰემპტონი“ მთავარ მწვრთნელად ივან იურიჩს დანიშნავს.
იურიჩის კონტრაქტი ბრიტანულ გუნდთან 2026 წლამდე იქნება გათვლილი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების პუნქტით.
ბოლოს 49 წლის ხორვატი სპეციალისტი „რომას“ ავარჯიშებდა. მან გუნდში მხოლოდ ორი თვე გაატარა, მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა და ნოემბერში თანამდებობიდან გადააყენეს.
ამ მომენტისთვის „საუთჰემპტონს“ პრემიერლიგაში 5 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, გუნდმა 16 დან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.