„საუთჰემპტონი“ ჯაშუშობის გამო ჩემპიონშიფის პლეიოფს ჩამოაშორეს #1TVSPORT
„საუთჰემპტონი“ ჯაშუშობის გამო ჩემპიონშიფის პლეიოფს ჩამოაშორეს #1TVSPORT

„საუთჰემპტონი“ ვერ იბრძოლებს პრემიერლიგის საგზურისთვის – კლუბი გარიცხეს ჩემპიონშიფის პლეიოფის ფინალიდან, გარდა ამისა, მომდევნო სეზონს მინუს 4 ქულით დაიწყებს. ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა ინგლისის საფეხბურთო ლიგის (EFL) პრესსამსახურმა.

„დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ ჩამოაშორა „საუთჰემპტონი“ ჩემპიონშიფის პლეიოფს მას შემდეგ, რაც კლუბმა აღიარა EFL-ის წესების მრავალჯერადი დარღვევა, რაც უკავშირდება სხვა კლუბების ვარჯიშების არასანქცირებულ ვიდეოგადაღებას.

გარდა ამისა, გუნდს ჩამოაკლდა ოთხი ქულა, რომელიც გათვალისწინებული იქნება ჩემპიონშიფის 2026-27 წლების სეზონის სატურნირო ცხრილში.

ამ გადაწყვეტილების შედეგად „მიდლსბრო“ ბრუნდება პლეიოფში და ფინალში „ჰალ სიტის“ შეხვდება. ფინალი 23 მაისს არის დაგეგმილი“, – წერია განცხადებაში.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „საუთჰემპტონის“ ანალიტიკოსი გამოიჭირეს „მიდლსბროს“ ვარჯიშისა და ტაქტიკის ფოტოგადაღებისას ამ გუნდების პლეიოფის პირველი მატჩის წინ. საბოლოოდ, „საუთჰემპტონმა“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა „მიდლსბრო“ (0:0, 2:1) და ფინალში გავიდა, სადაც 23 მაისს უნდა შეხვედროდა „ჰალს“ პრემიერლიგის საგზურისთვის.