საუთგეიტს ინგლისის ნაკრებში კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივეს #1TVSPORT
საუთგეიტს ინგლისის ნაკრებში კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივეს #1TVSPORT

გარეტ საუთგეიტი ინგლისის ეროვნულ გუნდს 2024 წლამდე გაწვრთნის, – იუწყება Sky Sports.

ინგლისელი სპეციალისტის ხელშეკრულება 2022 წლამდე იყო ვადაში და სეზონში სამ მილიონ ევროს ითვალისწინებდა.

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად საუთგეიტს ანაზღაურებაც გაეზარდა და ის წელიწადში ხუთ მილიონ ევროს მიიღებს, რაც ინგლისის ნაკრების ისტორიაში მწვრთნელისთვის გაცემული ყველაზე მაღალი ხელფასია.

საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, ინგლისელებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავეს.