საუტგეიტს ევრო 2024-ის შემდეგ ინგლისის ნაკრების დატოვება სურს, მის ადგილზე შეიძლება გვარდიოლა დაინიშნოს #1TVSPORT
საუტგეიტს ევრო 2024-ის შემდეგ ინგლისის ნაკრების დატოვება სურს, მის ადგილზე შეიძლება გვარდიოლა დაინიშნოს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა, შესაძლოა, თავისი პოსტი დატოვოს.

ინგლისელი ჟურნალისტის, სემი მოკბელის ინფორმაციით, საუტგეიტი ევრო 2024-ის შემდეგ ნაკრებიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნავენ, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია შეეცდება „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან მოლაპარაკებას ეროვნულ გუნდში დანიშვნის თაობაზე.

გარეტ საუტგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებს.