საუთგეიტი ფეხბურთელებთან რასისტულ შეძახილებთან გამკლავების წესებს განიხილავს
საუთგეიტი ფეხბურთელებთან რასისტულ შეძახილებთან გამკლავების წესებს განიხილავს

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი აცხადებს, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ სტუმრად გასამართი მატჩის წინ ფეხბურთელებთან ერთად განიხილავს გულშემატკივრების რასისტულ გამოხდომებზე რეაგირების წესებს.

საუთგეიტის თქმით, 14 ოქტომბერს, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე, ინგლისელი მოთამაშეები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი სახის შეურაცხყოფისთვის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში გულშემატკივრების მხრიდან რასისტული საქციელის გამო, ზემოხსენებული სტადიონი ნაწილობრივ იქნება დახურული მაყურებლებისთვის და ეს არა მხოლოდ ინგლისთან, არამედ ჩეხეთთან მატჩსაც შეეხება.

„სანერვიულო ნამდვილად არის“, – განაცხადა საუთგეიტმა, – „ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ გავალთ, ვითამაშებთ და არაფერი მოხდება. ადრეც დაგვიგეგმავს მსგავსი რამ და ეს ჩვენთვის ახალი არ არის“.

ბულგარეთში თამაშისას ინგლისელ ფეხბურთელებს რასისტული შეძახილების მოსმენა 2011 წელსაც მოუხდათ.