საუთგეიტი - ევრო 2020-ის დასავიწყებლად, ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს #1TVSPORT
საუთგეიტი - ევრო 2020-ის დასავიწყებლად, ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ შეგირდებს მოუწოდა, რომ ევრო 2020-ის ფინალში იტალიისგან განცდილი მარცხი ძალად და მოტოვიაციად აქციონ.  საუთგეიტი აცხადებს, რომ ევრო 2020-ის დასავიწყებლად, ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს.

„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვჭირდება, რომ ევრო 2020-ის ფინალში განცდილი მარცხი დავივიწყოთ. მომდევნო 18 თვის განმავლობაში ყველა ჩვენი ქმედება ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მზადებისკენ უნდა მივმართოთ“, – ამბობს ინგლისის ნაკრების თავკაცი.

დღეს, 2 სექტემბერს მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ინგლისის ნაკრები უნგრეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.