საულ ნიგესი - ყოველ ტურში კუნთის ხუთი-ექვსი ტრავმა იქნება
საულ ნიგესი - ყოველ ტურში კუნთის ხუთი-ექვსი ტრავმა იქნება

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა საულ ნიგესმა ილაპარაკა, როგორ მიმდინარეობს კარანტინის შემდეგ გუნდის ვარჯიშები.

„მოუთმენლად ველოდებოდი საერთო ვარჯიშების დაბრუნებას, რადგან მანამდე მე საკუთარ თანაგუნდელებს მხოლოდ მეზობელ მინდვრებზე ვხედავდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ტრავმებია. ვფიქრობ, დაზიანება ბევრი იქნება, ხოლო გუნდებს, რომლებსაც ტრავმების ყველაზე მცირე რაოდენობა ექნებათ, უპირატესობას მიიღებენ.

დღეს მე რთულად გამომდის გრძელი გადაცემები. როცა ორთვენახევარი ბურთთან შეხება არ გაქვს, კარგავ თანაგუნდელებთან სათამაშო კავშირებს. ადრე ეს ავტომატურად ხდებოდა, ახლა კი ისევ ვარჯიშია საჭირო. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარჯიშები იგივე არ არის, რაც მატჩები. ვარჯიშებზე ნაკლები ინტენსიურობაა, ასე რომ, ვფიქრობ, ყოველ ტურში კუნთის ხუთი-ექვსი ტრავმა იქნება. ფეხბურთელები, რომლებსაც აქამდე მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ, მზად უნდა იყვნენ მეტი პასუხისმგებლობის აღებისთვის“, – განაცხადა საულმა გაზეთ „მარკასთან“ კომენტარში.

„ატლეტიკო“ სეზონს 14 ივნისს, „ბილბაოსთან“ მატჩით განაახლებს.