საულ ალვარესმა WBO-ის ტიტული დათმო
საულ ალვარესმა WBO-ის ტიტული დათმო

სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა საულ ალვარესმა (52-1-2, 35KO) უბრძოლველად გაანთავისუფლა ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის საჩემპიონო ტიტული, რომელიც ამა წლის ნოემბერში რუს სერგეი კოვალიოვთან ბრძოლაში მოიპოვა.

მექსიკელმა მოკრივემ მადლობა გადაუხადა WBO-ს თანამშრომლობისთვის, – იტყობინება BoxingScene.

„მე დიდი ხანია სიამოვნებას ვიღებს WBO-სთან თანამშრომლობით და ვაფასებ ყველაფერს, რასაც ისინი კრივის გაუმჯობესებისთვის აკეთებენ“, – განაცხადა ალვარესმა.

ახლა, მექსიკელ მოკრივეს სამი საჩემპიონო ქამარი დარჩა – WBA-ს ტიტული მეორე საშუალო წონაში და WBC-სა და WBA-ის ტიტულები საშუალო წონაში.

რაც შეეხება WBO-ის ქამარს ნახევრადსაშუალო წონაში, ის გათამაშდება ამ ორგანიზაციის რეიტინგის ლიდერებს შორის. ესენი არიან ხალბერტო რამირესი (40-0, 26KO) და უმარ სალამოვი (25-1, 19KO).