საულ ალვარესმა ნოკაუტით მოუგო ფილდინგს და WBA-ის ტიტული მოიპოვა (ვიდეო)
საულ ალვარესმა ნოკაუტით მოუგო ფილდინგს და WBA-ის ტიტული მოიპოვა (ვიდეო)

ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართა კრივში. მეორე საშუალო წონაში WBA-ის ტიტული გაითამაშეს მექსიკელმა საულ ალვარესმა და ბრიტანელმა როკი ფილდინგმა.

ბრძოლის მსვლელობისას მექსიკელი აშკარა უპირატესობას ფლობდა და ყოველ რაუნდში თითოჯერ გაუშვა მეტოქე ნოკდაუნში. მეოთხე რაუნდის შემდეგ, რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა და ალვარესს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიანიჭა.

მექსიკელისთვის ეს იყო 51-ე გამარჯვება (31 ნოკაუტით) პროფესიულ რინგზე. მას ერთადერთი მარცხი აქვს კარიერაში – ამერიკელ ფლოიდ მევეზერთან.