საულ ალვარესმა მორიგი ბრძოლა დააანონსა
საულ ალვარესმა მორიგი ბრძოლა დააანონსა

საშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა საულ ალვარესმა დააანონსა ორთაბრძოლა მეორე საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონთან კალუმ სმიტთან. ბრძოლა 19 დეკემბერს გაიმართება, თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, სად ჩატარდება შეხვედრა. სავარაუდოდ, ეს იქნება აშშ-ის ქალაქი დალასი. ალვარესმა ბრძოლის აფიშა საკუთარ „ტვიტერში“ განათავსა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის საულ ალვარესი ბოლოს რინგზე 2019 წლის ნოემბერში გავიდა, როცა ნოკაუტით დაამარცხა რუსი სერგეი კოვალიოვი და მოიპოვა ნახევრადმძიმე წონაში WBO-ის საჩემპიონო ქამარი.

მექსიკელ ალვარესს კარიერაში 53 მოგება (36 – ნოკაუტით), ერთი წაგება და ორი ფრე აქვს. ბრიტანელმა სმიტმა 27-დან ყველა ბრძოლა მოიგო, აქედან 19 ნოკაუტით. ბოლო ბრძოლაში მან გასული წლის ნოემბერში თანამემულე ჯონ რაიდერი დაამარცხა.

https://www.instagram.com/p/CHtfJWXHrnr/?utm_source=ig_web_copy_link