საულ ალვარესმა გოლოვკინთან მესამე ბრძოლის შესახებ მიანიშნა
საულ ალვარესმა გოლოვკინთან მესამე ბრძოლის შესახებ მიანიშნა

მექსიკელმა მოკრივემ, საულ ალვარესმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ ყაზახი გენადი გოლოვკინის წინააღმდეგ, კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს.

„მე და გოლოვკინს ორი შესანიშნავი ბრძოლა გვქონდა. შესაძლოა, 2019 წელს იყოს მესამე. მომავალ წელს, მაისში და სექტემბერში მაქვს დაგეგმილი ბრძოლები. პუბლიკას დაუვიწყარ სანახაობას ვაჩუქებ“, – მოჰყავს ალვარესის სიტყვები გაზეთ The Sun-ს. მან წელს, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა გოლოვკინი, რომელსაც, აქამდე, პროფესიულ რინგზე წაგება არ ჰქონდა.

საულ ალვარესი ხვალ ორთაბრძოლას, ამერიკელ როკი ფილდინგთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკელი მეორე საშუალო წონაში, WBA-ის ჩემპიონი გახდება.