საულ ალვარესმა 6 ნოემბერს კალებ პლანტთან ბრძოლა დაადასტურა #1TVSPORT
საულ ალვარესმა 6 ნოემბერს კალებ პლანტთან ბრძოლა დაადასტურა #1TVSPORT

მექსიკელმა მოკრივემ საულ ალვარესმა გამოაცხადა, რომ სუპერსაშუალო წონაში ბრძოლას ჩაატარებს კალებ პლანტის წინააღმდეგ. შეხვედრა 6 ნოემბერს, ლას ვეგასში გაიმართება.

ალვარესი მსოფლიოს ჩემპიონია WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ვერსიებით, პლანტი – IBF-ის ვერსიით. გამარჯვების შემთხვევაში, ალვარესი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდება.

„6 ნოემბერს ჩვენ მწვერვალზე ავიყვანთ მექსიკურ კრივს. წინ, ბოლო დარჩენილი ქამრისთვის!“ – დაწერა ალვარესმა „ინსტაგრამში“.

ალვარესმა 2020 წლის დეკემბერში დაამარცხა ბრიტანელი კალუმ სმიტი და მოიპოვა WBA-სა და WBC-ის ქამრები, 2021 წლის მაისში – ბრიტანელი ბილი ჯო სანდერსი (WBO).

კალებ პლანტი IBF-ის ჩემპიონი 2019 წლის იანვარში გახდა, როცა ვენესუელელი ხოსე უსკატეგი დაამარცხა.

საულ ალვარესზე უფრო სწრაფად მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი გახდა – ლეგენდარულმა ამერიკელმა სუპერმძიმე წონაში 1986 წლის ნოემბრიდან 1987 წლის აგვისტომდე გააერთიანა საჩემპიონო ქამრები.