საულ ალვარესი წლის მოკრივედ დასახელდა
საულ ალვარესი წლის მოკრივედ დასახელდა

საშუალო წონაში WBA-ს, WBC-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელი საულ ალვარესი ESPN-ის ვერსიით 2019 წლის საუკეთესო მოკრივე გახდა.

წელს, მექსიკელი მოკრივე ნახევრად მძიმე წონაში ავიდა, რათა რუს სერგეი კოვალიოვთან ეჩხუბა. მან მეტოქე ნოკაუტში გაუშვა და ამით WBO-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავიხადო. ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში და ისტორიაში, და ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ არის ის, რომ მოთმინება გამოიჩინეთ, რადგან ალვარესი ისტორიას ქმნის”, – აღნიშნა მოკრივემ.

ESPN-ის გამოკითხვაში ალვარესმა გაუსწრო მთავარ კონკურენტებს – მენი პაკიაოს, ეროლ სპენსს, ჯოშ ტეილორსა და დეონტეი უაილდერს. მექსიკელი მეორედ ხდება ამ პრიზის მფლობელი – პირველად ეს 2015 წელს მოხდა.

2018 წელს, ESPN-ის საუკეთესო მოკრივე უკრაინელი მძიმეწონოსანი ალექსანდრ უსიკი იყო.