საულ ალვარესი საუკეთესო მოკრივეა
Canelo Alvarez poses on the scale during a weigh-in for his middleweight title boxing match against Daniel Jacobs, Friday, May 3, 2019, in Las Vegas. The two are scheduled to fight Saturday in Las Vegas. (AP Photo/John Locher)
პორტალმა BoxRec მოქმედი მოკრივეების რეიტინგი შეადგინა, რომელსაც მექსიკელი საულ ალვარესი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში გათვალისწინებულია ყველა წონითი კატეგორია.
საულ ალვარესის ანგარიშზე 53 მოგება, ორი ფრე და მხოლოდ ერთი მარცხია.
მეორე ადგილს ბრიტანელი მძიმეწონოსანი ტაისონ ფიური იკავებს (30 მოგება და ერთი ფრე). მესამე ადგილზეა ეროლ პენს-უმცროსი.
რეიტინგში აგრეთვე მოხვდნენ: დეონტეი უაილდერი, მენი პიკაიო, გენადი გოლოვკინი, ენტონი ჯოშუა, ვასილი ლომაჩენკო, სერგეი კოვალიოვი და შონ პორტერი.