საულ ალვარესი ორ ნოემბერს დაბრუნდება
საულ ალვარესი ორ ნოემბერს დაბრუნდება

საშუალო წონაში სამი ვერსიით (WBA Super, WBC და IBO) მსოფლიოს ჩემპიონი, მექსიკელი საულ ალვარესი მომდევნო ორთაბრძოლას 2 ნოემბერს ჩაატარებს, – ამის შესახებ განაცხადა გამოაცხადა პრომოუტერული კომპანის „გოლდენ ბოი“ (Golden Boy) პრეზიდენტმა ერიკ გომესმა.

„საული 2 ნოემბერს დაბრუნდება. ეს საუკეთესო ვარიანტია ყველა მხარისთვის“, – განაცხადა გომესმა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მექსიკელი 14 სექტემბერს იჩხუბებდა, შემდეგ განიხილებოდა 26 ოქტომბერი.

ჯერჯერობით უცნობია მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქის ვინაობა.