საულ ალვარესი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გახდა
საულ ალვარესი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გახდა

გამოქვეყნდა ავტორიტეტული ამერიკული საკრივო ჟურნალის The Ring-ის განახლებული რეიტინგი, რომელშიც ყველა წონითი კატეგორიის მოკრივეები არიან გაერთიანებულნი.

შეიცვალა ამ პრესტიჟული რეიტინგის ლიდერი. მსუბუქ წონაში WBA-ს, WBO-სა და WBC-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, მისი ადგილი კი  მექსიკელმა საულ ალვარესმა დაიკავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ნახევრადმძიმე წონაში რუს სერგეი კოვალიოვს WBO-ის ტიტული ჩამოართვა.

The Ring-ის რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. საულ ალვარესი (მექსიკა)

2. ვასილი ლომაჩენკო (უკრაინა)

3. ტერენს კროუფორდი (აშშ)

4. ნაოია ინუე (იაპონია)

5. ალექსანდ უსიკი (უკრაინა)

6. ეროლ სპენსი (აშშ)

7. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი)

8. ხუან ფრანსისკო ესტრადა (მექსიკა)

9. არტურ ბეტერბიევი (რუსეთი)

10. მენი პაკიაო (ფილიპინები)