საულ ალვარესი მორიგ მეტოქეზე ჩამოყალიბდა
საულ ალვარესი მორიგ მეტოქეზე ჩამოყალიბდა

გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტის მაიკ კოპინჯერის ინფორმაციით, თითქმის 95 პროცენტით ცნობილია მექსიკელი საულ ალვარესის (53-1-2, 36KO) მომდევნო მეტოქე. ეს იქნება ბრიტანელი ბილი ჯო სონდერსი, რომელსაც კარიერაში 29-დან ყველა ბრძოლა აქვს მოგებული.

როგორც წერენ, მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს და ბრძოლის შესახებ ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

ასევე თითქმის ცნობილია ორთაბრძოლის თარიღი და ჩატარების ადგილი – ორი მაისი, ლას ვეგასი. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ბრძოლის ტრანსლიაცია  DAZN-ის სტრიმინგის მეშვეობით განხორციელდება.