საულ ალვარესი ხორხე მასვიდალთან დაპირისპირებით დაინტერესებული არ არის
საულ ალვარესი ხორხე მასვიდალთან დაპირისპირებით დაინტერესებული არ არის

ნეიტ დიაზთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის „ყველაზე ცუდი ბიჭის“ ქამრის მფლობელმა ხორხე მასვიდალმა ცნობილ მოკრივესთან, საულ ალვარესთან ბრძოლა ისურვა. თუმცა, როგორც ჩანს „კანელო“ აღნიშნული დაპირისპირებით დაინტერესებული სულაც არ არის.

მასვიდალის გამოწვევის შემდეგ „კანელომ“ აღნიშნა, რომ მასვიდალი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ერთერთი მოწინავე და გამორჩეული მებრძოლია, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას პროფესიონალურ კრივში არაფერი ესაქმება.

„ამას დიდი პატივისცემით ვამბობ – მე არაფერი მესაქმება მის სპორტში, ისევე როგორც მას კრივში. შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენლებს პროფესიონალურ კრივში არაფერი ესაქმებათ. რა თქმა უნდა, თუ კომერციული კუთხით მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ ეს ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, თუმცა მე ეს არ მაინტერესებს.“