საულ ალვარესი – ჯოშუა ფიურის ნოკაუტით მოუგებს
DIRIYAH, SAUDI ARABIA - DECEMBER 07: Canelo Alvarez is seen ringside prior to the of the WBC World Heavyweight Elimnator fight between Alexander Povetkin and Michael Hunter during the Matchroom Boxing 'Clash on the Dunes' show at the Diriyah Season on December 07, 2019 in Diriyah, Saudi Arabia (Photo by Richard Heathcote/Getty Images)
მეორე საშუალო წონაში WBA-სა და WBC-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონმა საულ ალვარესმა პროგნოზი გამოთქვა ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნების – ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას სავარაუდო ბრძოლაზე.
„ჯოშუა ვადაზე ადრე გაიმარჯვებს გვიან რაუნდებში. მას უხეში ძალა აქვს, რაც აიძულებს ფიურის უფრო მეტად კრივზე იფიქროს, ვიდრე მეტოქის ცემაზე.
როცა ჯოშუას ბოლო რაუნდებში მეორე სუნთქვა გაეხსნება, ის მძლავრ დარტყმას შეასრულებს და ფიურის ნოკაუტში გაუშვებს“, – მოჰყავს ალვარესის სიტყვები გაზეთ „სანს“.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს დაგეგმილია ორი ბრძოლა ფიურისა და ჯოშუას შორის.