საულ ალვარესი და გენადი გოლოვკინი მესამე ბრძოლაზე შეთანხმდნენ
საულ ალვარესი და გენადი გოლოვკინი მესამე ბრძოლაზე შეთანხმდნენ

საშუალო წონაში IBF-ი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ყაზახი გენადი გოლოვკინი ბრძოლის გამართვაზე მოელაპარაკა WBA-ის ჩემპიონს, მექსიკელ საულ ალვარესს. ამის შესახებ დაწერა ინტერნეტ-რესურსმა The Athletic-მა.

როგორც ირკვევა, მოკრივეებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს ბრძოლაზე, რომელიც 12 სექტემბერს, დალასში უნდა გაიმართოს. ეს იქნება ალვარესისა და გოლოვკინის რიგით მესამე ორთაბრძოლა. მათი პირველი შეხვედრა 2017 წელს ფრედ დასრულდა, მეორეში კი მექსიკელმა გაიმარჯვა.

საულ ალვარესს 2 მაისს უნდა ეჩხუბა ბილი ჯო სონდერსთან, მაგრამ ეს ბრძოლა კორონავირუსის გამო გადაიდო.

37 წლის გოლოვკინის ანგარიშზეა 40 მოგება (35 – ნოკაუტით), ერთი წაგება და ერთი ფრე. ალვარესს აქვს 53 მოგება, ერთი წაგება და ორი ფრე.