საულ ალვარესი 14 სექტემბერს იჩხუბებს
საულ ალვარესი 14 სექტემბერს იჩხუბებს

ცნობილი მექსიკელი მოკრივე, საშუალო წონაში სამი პრესტიჟული ვერსიით (WBC, WBA, IBF) მსოფლიო ჩემპიონი საულ ალვარესი (51-1-2, 35KO) მომდევნო ორთაბრძოლას 14 სექტემბერს, ლას ვეგასში ან ტექსასში ჩაატარებს, – წერს ამერიკული პრესა.

იტყობინებიან, რომ 28 წლის მექსიკელს მუხლი აწუხებს და მართალია, ოპერაცია არ ესაჭიროება, მაგრამ მისი საწვრთნელი პროცესის კორექტირება მოხდება.

როგორც ვარაუდობენ, ალვარესის მეტოქე იქნება მისი თანამემამულე ხაიმე მუნგია (33-0, 26KO), რომელიც ჯერჯერობით, დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე. მუნგია WBO-ს ტიტულს ფლობს პირველ საშუალო წონაში. ბოლოს მან ირლანდიელი დენის ჰოგანი დაამარცხა და მეოთხედ დაიცვა ტიტული.