საუკეთესოები ლიგა 2-შიც დაასახელეს – სიმბოლურში ბათუმელები დომინირებენ

00:30, 10.10.2018

ეროვნული ლიგა 2-ში მესამე წრე დასრულდა და ელიგის ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესომოთამაშე, მწვრთნელი და წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

ლიგა2-ის მესამე წრის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: ალავიძე (ბათუმის “დინამო”)

მცველები: ჩიკვაიძე (“შევარდენი 1906”), ბერიაშვილი (“თელავი”), გეთიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”), ჩალაძე (ბათუმის “დინამო”)

ნახევარმცველები: ცაცკრიალაშვილი (“გაგრა”), მამუჩაშვილი (ბათუმის “დინამო”), ჩელებაძე (“შუქურა”), გაფრინდაშვილი (“გაგრა”)

თავდამსხმელები: ფლამარიონი (ბათუმის “დინამო”), ფიფია (“ნორჩი დინამო”)

ეროვნულილიგა2 -ის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად საფეხბურთო კლუბ “თელავის” მთავარი მწვრთნელი, გიორგი დეკანოსიძე დასახელდა – მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 9-დან 5 თამაში მოიგო და საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა.

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ კი საფეხბურთო კლუბ “გაგრას” წევრი რატი ცაცკრიალაშვილი აღიარეს.

მსგავსი