საუკეთესო ზედიზედ მეორე შეხვედრაში - წიტაიშვილი ფანებმა აღიარეს #1TVSPORT
საუკეთესო ზედიზედ მეორე შეხვედრაში - წიტაიშვილი ფანებმა აღიარეს #1TVSPORT

კრაკოვის „ვისლაში“ შემტევი გიორგი წიტაიშვილი საუკეთესო იყო პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში პლოცკისვისლასთან“ – ასეთია კრაკოველ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგი.

კლუბის ფანებს შორის გუნდის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა კრაკოველთა პარტნიორმა ვებგვერდმა, „ვისლა პორტალმა“ ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო. გუნდი გამოკითხვას უცნაურად ატარებს – გულშემატკივრები ყველა კონკრეტულ ფეხბურთელს ქულებს უწერენ.

„გიორგი წიტაიშვილი პლცოკისვისლასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა. ის კრაკოვის „ვისლას“ რჩეულად პოლონეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დასახელდა. ამჯერად, გულშემატკივრების დასმული ქულების მიხედვით, გიორგი წიტაიშვილმა საშუალოდ 5,95 ქულა მიიღო და ის იყო ერთადერთი მოთამაშე გუნდიდან, რომელსაც საშუალოზე მაღალი ქულა ჰქონდა“, – წერს „ვისლა პორტალი“.

ხმის მიცემის შედეგად, სამეული ასე გამოიყურება:

გიორგი წიტაიშვილი 5.95

ზდენეკ ონდრაშეკი 4.92

მარკო პოლეტანოვიჩი 4.53