საუდის არაბეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
საუდის არაბეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საუდის არაბეთში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SPA თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტი ახლო აღმოსავლეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლნენ. მათი რიცხვი უცნობია.

წყაროს ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავმა Hawk-მა ავიაკატასტროფა საცდელი ფრენის დროს განიცადა. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით საუდის არაბეთში გამოძიება დაიწყო.