საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დემბელეს გადაბირებას აპირებენ #1TVSPORT
საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დემბელეს გადაბირებას აპირებენ #1TVSPORT

საუდის არაბეთში განიხილავენ უსმან დემბელეს ტრანსფერის შესაძლებლობას.

ქვეყნის ჩემპიონატის მაღალჩინოსანმა წარმომადგენლებმა წინასწარი შემოწმება ჩაატარეს იმის გასარკვევად, რამდენად შესაძლებელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ტრანსფერი, – ამტკიცებს Sky Sports-ი.

საუდის არაბეთის მხარე „მსხვილ წინადადებას“ ამზადებს, რათა სცადოს ფრანგი ვარსკვლავის გადაბირება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

დემბელეს გარემოცვაში ამტკიცებენ, რომ 28 წლის მოთამაშე სრულად კონცენტრირებულია პსჟ-სა და მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამ სეზონში „ოქროს ბურთის“ მოქმედმა მფლობელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.