საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ხაშოგის საქმეზე CIA-ს წინასწარი დასკვნები მცდარია
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ხაშოგის საქმეზე CIA-ს წინასწარი დასკვნები მცდარია

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის საქმეზე CIA-ს მიერ გამოტანილი წინასწარი დასკვნები მცდარია. ადელ ალ-ჯუბეირის თქმით, საუდის არაბეთი სამეფოს ტახტის მემკვიდრეს ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

მანამდე Reuetrs-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოიპოვა მტკიცებულება, რომ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ-სალმანმა გასცა.

„საუდის არაბეთის სამეფოში ვიცით, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩვენ მათ კატეგორიულად უარვყოფთ. არსებობს რამდენიმე არაოფიციალური ცნობა, რომლებიც არავის დაუდასტურებია. ეს ბრალდება არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საუდის არაბეთის სამეფოს მეთაურები არიან მეფე და ტახტის მემკვიდრე. ალ-ჯუბეირი აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ბრალდებები ის „წითელი ხაზია, რომელსაც ვერავინ გადაკვეთავს.

შეგახსენებთ, ჯამალ ხაშოგის საქმეზე CIA-ს დასკვანა დღეს უნდა გახდეს ცნობილი.