საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანს ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად ეწვია
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანსი ლიბანს ეწვია.
პრინცმა შეხვედრები გამართა ლიბანის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან, მათ შორის ლიბანის პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, ნავაფ სალამთან, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნაჯიბ მიქათთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნაბიჰ ბერიასთან და ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლიბანის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა რეფორმების მნიშვნელობაზე.
„მე განვიხილე ლიბანსა და რეგიონში მიმდინარე უახლესი მოვლენები პრეზიდენტ აუნთან. ხაზი გავუსვი სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას ლიბანისა და მისი ხალხისადმი. ასევე, გამოვხატე ჩვენი რწმენა იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეფორმები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეძლებენ აუცილებელი რეფორმების გატარებას ლიბანის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ერთიანობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს საუდის არაბეთის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენლის პირველი ვიზიტია ბეირუთში ბოლო 15 წლის განმავლობაში. ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მას წინ უძღოდა წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობება ორ ქვეყანას შორის.