საუდის არაბეთის პრინცმა „ნიუკასლის“ შეძენაზე უარი განაცხადა
საუდის არაბეთის პრინცმა „ნიუკასლის“ შეძენაზე უარი განაცხადა

საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა და მისმა ბიზნესჯგუფმა „ნიუკასლის” შეძენაზე უარი თქვეს.

„ჩვენ ამას სინანულით ვაკეთებთ, რადგან დიდი ენთუზიაზმით ვაპირებდით „ნიუკასლში“ ფულის ჩადებას. გვჯეროდა, რომ დავაბრუნებდით კლუბს იმ ადგილას, რომელიც მას ისტორიის მიხედვით ეკუთვნის, მაგრამ გაუთვალისწინებლად გაჭიანურებული პროცესის გამო, საინვესტიციო ჯგუფსა და კლუბის მფლობელებს შორის კომერციული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

ჩვენს საინვესტიციო თეზისს მხარი არ დაუჭირეს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ არანაირი სიცხადე არ არსებობს მომავალი სეზონის დასაწყისთან, აგრეთვე, მატჩებისა და ვარჯიშების ჩატარების ახალ ნორმებთან დაკავშირებით“, – წერია საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის განცხადებაში.

არშემდგარი გარიგების თანახმად, მუჰამედ ბინ სალმანი „ნიუკასლის“ აქციათა 80 პროცენტის მფლობელი უნდა გამხდარიყო.

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ 2019-20 წლების სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა.

დატოვე კომენტარი