საუდის არაბეთის პრინცი მანჩესტერ იუნაიტედში 4 მილიარდს იხდის
საუდის არაბეთის პრინცი მანჩესტერ იუნაიტედში 4 მილიარდს იხდის

საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი მანჩესტერ იუნაიტედის შეძენას აპირებს. როგორც გაზეთი სანი (The Sun) წერს, ქვეყნის მომავალი მეფე მზად არის მანჩესტერული კლუბის ამჟამინდელ მფლობელებს 3.8 მილიარდი ფუნტი გადაუხადოს.

პრინცს სურს, გარიგება მომავალი სეზონის დაწყებამდე დახუროს. შესაძლოა, მოხდეს საბოლოო ღირებულების კორექტირება წლევანდელ სეზონში კლუბის შედეგებიდან გამომდინარე.

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ქონება 850 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული. დღეისთვის, მანჩესტერ იუნაიტედის აქტივებს ფლობს გლეიზერების ოჯახი. მათ კლუბი 14 წლის წინ, 790 მილიონ ფუნტად იყიდეს.
როგორც ირკვევა, ბინ სალმანმა იუნაიტედის შეძენის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წამოწია, მაგრამ მაშინ, საკითხის გადადება გახდა საჭირო იმის გამო, რომ პრინცი სკანდალში გაეხვა, რაც უკავშირდებოდა თურქეთში საუდის არაბეთის საელჩოში ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობას.