საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მოჰამედ ბინ სალმანის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პრინცი მანჩესტერ იუნაიტედის 3.8 მილიარდ ფუნტ სტერლინგად ყიდვას აპირებს, აბსოლუტური სიცრუეა.
ხმები მსგავსი ინტერესის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა დასავლურ პრესაში, თუმცა იქვე გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისური გუნდის მფლობელები მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავენ.
ამერიკელმა მალკოლმ გლეიზერმა და მისმა კომპანიამ მანჩესტერ იუნაიტედი 2005 წელს, 790 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდეს.