საუდის არაბეთის ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერვე რენარი გაათავისუფლეს #1TVSPORT
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ფრანგ სპეციალისტს. რენარი ეროვნულ გუნდს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა – 2019-2023 წლებში და შემდეგ 2024 წლიდან. ამ ორ ეტაპს შორის ის საფრანგეთის ქალთა ნაკრებს ავარჯიშებდა.
რენარის მთავარი მიღწევა საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდთან ერთად 2022 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების დამარცხებაა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ურუგვაისა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.