საუდის არაბეთის მეფე და მემკვიდრე პრინცი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ
საუდის არაბეთის მეფე და მემკვიდრე პრინცი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი ულოცავს.

„ორი წმინდა მეჩეთის მცველმა მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მეფემ თავისი, საუდის არაბეთის მოსახლეობისა და მთავრობის სახელით პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო სურვილები გამოხატა, უსურვა მას წარმატება, მეგობარ ქართველ ხალხს კი – სტაბილური წინსვლა და პროგრესი“, – ნათქვამია საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა ასევე მიულოცა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, რომელიც მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებს იკავებს.

პრინცმა სალმანმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატება, მეგობარ ქართველ ერს კი სტაბილური პროგრესი და კეთილდღეობა უსურვა.